ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

The Telegraph: ბორის ჯონსონი შესაძლოა, NATO-ს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს

ბრიტანული გამოცემის, The Telegraph-ის ცნობით, ბორის ჯონსონი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და მალე, ამ პოსტზე მას სხვა კანდიდატი ჩაანაცვლებს, შესაძლოა თავად, NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი გახდეს.

გამოცემის ცნობით, ამ თანამდებობაზე ჯონსონის კანდიდატურის წარდგენას თავდაცვის კომიტეტის წევრები – რიჩარდ დრაქსი და მარკ ფრანსუა უჭერენ მხარს.

ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგს, რომელიც ნატო-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელია, 2022 წლის ოქტომბერში ეწურება თანამდებობაზე ყოფნის მანდატი.

როგორც “ტელეგრაფი” აღნიშნავს, ნაკლებას სავარაუდოა, რომ ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის პოსტის ოფიციალურად დატოვების შემდეგ მაღალი თანამდებობის გარეშე დარჩეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ რამდენად ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა მან უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე.

 

 

იტვირთბა....