ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფრთხილად: საბანკო ბარათის გამოყენება ყოველთვის უსაფრთხო არაა

CNN-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის თანახმად, ადამიანების გარკვეული ნაწილი, იმიტომ, რომ თავი დაიცვას გაქურდვისგან,  ფულს ჯიბით არ ატარებს და სასურსათო თუ სხვა სახის შესყიდვებს უმეტესად საბანკო ბარათებით ახორციელებს. ცოტა ხნის წინ კი მსოფლიოში პოპულარული გახდა გაქურდვის ახალი ფორმა, რომლითაც უკვე  საკრედიტო ბარათის ბევრი მფლობელი დაზარალდა.

თაღლითობის ეს სქემა ასე მოქმედებს: მოლარე ფლობს ორ ტერმინალს გადახდისთვის. პირველ ჯერზე, რომ ჩამოჭრას თქვენი ანგარიშიდან ფული და მეორე ჯერზე, რომ მოიპოვოს თქვენი საკრედიტო ბარათიდან პირადი ინფორმაცია, რომელიც შემდეგ შესაძლებელია გამოიყენოს იმისთვის, რომ თქვენ გაგქურდოთ.

როდესაც  მოლარე  ბარათს გადმოგცემთ, შესაძლებელია ვერ შეამჩნიოთ, რომ მოლარემ თქვენ უკვე მოგატყუათ, რადგან გადახდის ტერმინალი უვნებლად გამოიყურება.

დიდი ხანია ცნობილია ფაქტი იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი ყოველ დღე თავის ანგარიშს არ ამოწმებს. ამიტომაც თქვენი მოტყუება ადვილია.  ნებისმიერ მოლარეს შეუძლია ჩამოგაწეროთ თანხა ორჯერ იმ პროდუქციაზე, რომელიც შეიძინეთ. თქვენი ანგარიშიდან აღებულ ზედმეტ თანხას ის შემდეგ სალაროდან აიღებს.

კიდევ ერთი გზა ასეთია: მოლარე იმახსოვრებს სამ ციფრს, რომელიც ბარათზეა აღნიშნული. ამისა და 16  ნიშნა კოდის ცოდნით, მოლარეს და მასთან დაახლოებულ პირებს შეუძლიათ დიდი რაოდენობით საქონლის ყიდვა ინტერნეტიდან.

ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი აფიორის შედეგები ითვლის 80% ძარცვის ფაქტს. მათი თქმით, ეს დანაკარგი მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ერთ მილიარდ დოლარს ითვლის.

საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მეტრონომს კითხვებზე, როგორ დაიცვას თავი მომხმარებელმა საბანკო ბარათით ფულადი თანხის დაკარგვისგან, განუცხადეს:

„თავდაპირველად უნდა ავღნიშნოთ, რომ პლასტიკური ბარათი არის გადახდის ერთ–ერთი ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტული გზა. მნიშვნელოვანია, ბარათის სწორი გამოყენება. საქართველოს ბანკი, ყოველთვის აძლევს მომხმარებელს რეკომენდაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინოს იმისათვის, რომ მეტად უსაფრთხოდ მოიხმაროს კუთვნილი პლასტიკური ბარათი, როგორც საკრედიტო ასევე სადებეტო. პირველ რიგში, მოვუწოდებთ მომხმარებელს, არავითარ შეთხვევაში არ გადასცეს საკუთარი ბარათის კოდი (ე.წ. პინ კოდი) სხვას. ასევე, არასოდეს შეინახოს ბარათის კოდი და პლასტიკური ბარათი ერთად. არ უნდა მოხდეს ბარათების საეჭვო ობიექტებში და გადაუმოწმებელ ვებგვერდებზე გამოყენება. გარდა ამ ზოგადი რეკომენდაციებისა, საქართველოს ბანკი მეტი დაცულობისთვის, მომხმარებელსსთავაზობს პლასტიკური ბარათის არაავტორიზებული გამოყენებისგან დაცვას– მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ამ მომსახურებით და დაიცვას საკუთარი ბარათი მესამე პირის მიერ არალეგალური გამოყენებისაგან (ბანკომატის, პოსტერმინალისა და ინტერნეტის მეშვეობით) როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს 3 სხვადასხვა პაკეტიდან ერთ–ერთი, იმისდა მიხედვით, რა ინტენსიურობითა და მოცულობით იყენებს პლასტიკურ ბარათს. სერვისის ღირებულებაა სულ 4, 10 და 50 ლარი წელიწადში, პაკეტის შესაბამისად. როგორც მოგახსენეთ, ბარათის არაავტორიზებული მოხმარებისგან დაცვა ითვალისწინებს როგორც ბანკომატის, ისე პოსტერმინალისა და ინტერნეტის მეშვეობით განხოცრიელებულ არაავტორიზებულ მოხმარებას. ამასთან, მომხმარებელს ბარათის დაკარგვის შეთხვევაში, შეუძლია როგორც ინტერნეტბანკით, მობილბანკით და ასევე სატელეფონო ცენტრში დარეკვით, მყისიერად დაბოლკოს პალსტიკური ბარათი.“

მოამზადა:

მანა ნოდია

ნინო ცხადაია

იტვირთბა....