მეხიკოში 7 თვის ბავშვი მშობლებთან ერთად ქუჩაში მოკლეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ქუჩაში დედ-მამა ახალშობილ შვილთან ერთად ჩაცხრილეს. პოლიციის თქმით, სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა უკვე ცნობილია.
სოციალურ ქსელში შემზარავი მკვლელობის კადრებიც გავრცელდა, სადაც 7 თვის ბავშვის ცხედარი ჩანს.
სურათი უკვე შეადარეს რამდენიმე თვის წინ თურქეთის სანაპიროსთან გამორიყულ სირიელი 3 წლის ბავშვის ცხედარს.