ახალი ამბები მედია მთავარი

“რუსთავი 2-ის რეიტინგს მინდა ვაჯობო”

ტელეკომპანია “მაესტროს” ახალი გენერალური დირექტორი, ლევან გაჩეჩილაძე ჟურნალისტებთან პირველ განცხადებას აკეთებს. ჟურნალისტების კითხვებზე მან ასე უპასუხა:

„სანამ კომპანიას ბოლომდე არ შევისწავლი, არანაირ ცვლილებას არ ვაპირებ. არ ვარ ინფორმირებული რა მძიმე პროცესები მიდის მაესტროში, მათ შორის ხელფასებთან დაკავშირებით. არავის გაშვებას არ ვაპირებ, ყველა ინტელექტუალური რესურსის გამოყენებისკენ ვარ მოწადინებული.

თქვენ რომ მარტივად უყრებთ ცხოვრებას, მე ასე არ ვუყურებ, ვფიქრობ რომ მაესტროს მართვა დიდი პასუხისმგებლობაა,  ბაია გადაბაძისგან მინდოდა ინფორმაციების მიღება და შემდეგ ყველა ნაბიჯის დაგეგმვა…

სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპების გადახვევას არ ვაპირებ.

“რუსთავი 2″-თან მიმართებაში ჩემი ისტორიული პრეტენზიები მაქვს და რუსთავი 2-ის რეიტინგს მინდა ვაჯობო.”- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

იტვირთბა....