ახალი ამბები კორონავირუსი

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს და წერს, რომ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით ერთხელ უკვე იყო ინფიცირებული.

იტვირთბა....