სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ცოლი, თეა მარტყოფლიშვილი Facebook-ზე ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც მანქანით გადაადგილდება იმ ტერიტორიაზე, სადაც მისი მტკიცებით, სუს-ის მანქანებია დაყენებული მის ოჯახის სათვალთვალოდ.
“აი, სუს-ის მანქანები სად დააყენეს, საიდანაც ჩვენს ხმას ისმენენ და საიდანაც Wi-Fi და ინტერნეტი გაგვითიშეს. აი, სად არის მაგათი თვალთვალი, ეს ბინძურები ესენი. კამერაც აქვს დაყენებული მანქანას უკან. აი, ნახეთ, ხალხო”, – ამბობს გოგაშვილის ცოლი.
“ბინძური მეთოდები” – ასათაურებს ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს.