[su_quote]ჩვენ ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ რუსეთი ბიჭვინთის ანექსიას ახორციელებს და ამ ფაქტის პირობებში საქართველოს ხელისუფლების დუმილს ვხედავთ, რაც უკიდურესად სამარცხვინო და შემაშფოთებელი ფაქტია. სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ არ მოგვისმენია არც პოლიტიკური, არც დიპლომატიური და არც სამართლებრივი შეფასება მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ბიჭვინთის ანექსიის სახით, ახალი თავდასხმა ხორციელდება[/su_quoetr]
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ცნობით, პარტია “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
როგორც ცნობილი გახდა, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. არსებული ცნობით, ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმება 2022 წლის 19 იანვარს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმდა. დოკუმენტში წერია, რომ მიწა, სადაც შენობა-ნაგებობები დგას, 49 წლით არის გადაცემული.
ამავე თემაზე: “ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა” – ზურაბიშვილი