ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ბრიტანულ დაზვერვაში საუბრობენ, რამ შეუშალა ხელი რუსეთს ოდესის აღებაში

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რატომ ვერ შეძლეს რუსებმა ოდესის დაკავება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუს ოკუპანტებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ოდესა საზღვაო დესანტის საშუალებით აიღონ.

როგორც დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, მტრის მცდელობები, გაანადგუროს უკრაინის ხომალდსაწინააღმდეგო პოტენციალი, წარუმატებელი რჩება და რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება.

“თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი გემთსაწინააღმდეგო რაკეტებს აღიქვამს, როგორც მთავარ საფრთხეს, რომელიც დაბრკოლებას უქმნის მათი შავი ზღვის ფლოტის ეფექტურობას. ამან მნიშვნელოვნად შეაფერხა შეჭრის გეგმა, რადგან რუსეთს არ შეუძლია საზღვაო დესანტის საშუალებით აიღოს ოდესა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დაზვერვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ რუსეთი მომავალშიც დიდ ყურადღებას დაუთმობს ძალისხმევის იქეთკენ მიმართვას, რომ შეასუსტოს და გაანადგუროს უკრაინის გემთსაწინააღმდეგო პოტენციალი, თუმცა, ბრიტანული მხარე ხაზს უსვამს, რომ ოპერაციების ცუდი დაგეგმარება და მტრის დაზვერვის არასათანადო მუშაობა, მათ ამაში ხელს უშლის.

იტვირთბა....