ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

რატომ არ გაიყიდა “მაესტრო” 12 მილიონად და რატომ ჩააკითხა მინისტრმა გოგელიას შვეიცარიაში?

 

ტვ პირველის ეთერში ქრონიკა პლუსის რედაქტორმა ელისო კილაძემ განცხადება გააკეთა:

“მაესტროში ეს პროცესები გუშინ არ დაწყებულა, 2012 წელს სურდა ბიძინა ივანიშვილს მაესტროს შეძენა და მას ვანო ჩხარტიშვილი 12 მილიონად სთავაზობდა ამ ტელევიზიას. ეს მოლაპარაკებები გავლენიანი ადამიანის ჩარევით ჩაიშალა. მაესტროს მიმართ ინტერესი ცხადია არ განელებულა, კოტე გოგელიას გაუგზავნეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, რომელიც უარით გამოისტუმრა გოგელიამ, რადგან გოგელიასაც ჰქონდა გარკვეული მოლაპარაკებები დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეს ეხებოდა რუსულ პროექტებს და მათ შორის გაზის გატარებას საქართველოში. გოგელიას შემდეგ ამ პროცესში ჩაერთო გოგა ხაინდრავა. ირაკლი რუხაძეს კი სატელევეზიო ინტერესი არა მხოლოდ იმედის მიმართ აქვს, არამედ მისი დედა, ნათელა სახოკია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრია. ირაკლი რუხაძის სახით დამწყები პოლიტიკოსი შემოდის. ამიტომ “მაესტროს” იმედიზაცია იგეგმება. სხვათაშორის, ძმები გაჩეჩილაძეების ურთიერთობა ივანიშვილთან საკმაოდ რთული იყო და ეს ურთიერთობები დაალაგა გოგა ხაინდრავამ, ამიტომ ყველა ის გარიგება რაც ქართულ ტელესივრცეში ხდება, უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს . მაესტროს პროცესებში ბიძინა ივანიშვილი მისი დეიდაშვილით, უცა მამაცაშვილით იყო ჩართული, და მეორე ჟურნალისტით, რომლის სახელსაც ჯერ არ ვასახელებ. -განაცხადა ელისო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ მაესტროს გენ. დირექტორი ბაია გადაბაძე გადააყენეს. მაესტროს 55 პროცენტი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა. ლევან გაჩეჩლაძე მაესტროს ახალი გენ. დირექტორია.

იტვირთბა....