მალტაზე უბედურ შემთხვევას ქართველი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 52 წლის კაცი, რომელიც მშენებლობაზე მუშაობდა, სამსართულიანი ნაგებობიდან გადმოვარდა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა გუშინ, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 09:00 საათზე მოხდა.
მომხდარს ჯანმთელობის და უსაფრთხოების დაცვის ადგილობრივი მარეგულირებელი სამსახური იკვლევს.