გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის სიახლოვეს, მანქანა ტირიფონის არხში გადავარდა. შედეგად, დაიღუპა ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც ადგილობრივების თქმით, სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საიფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
“ეს მანქანა არხში გადავარდა გვერდიდან. არავინ იცის, ვინაა. ან რა უნდა ამ სოფელში, ესეც არავინ იცის” – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
არსებული ცნობით, შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ.