ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი ზურაბიშვილზე: როცა შუამავლობას კისრულობ, ის ავტორიტეტი უნდა გაგაჩნდეს, როდესაც ყველა გისმენს

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია ავტორიტეტი, რომ დეპოლარიზაციის მისაღწევად მედიატორის როლი შეასრულოს, როგორც ამის სურვილი თავად გამოთქვა.

“სალომე ზურაბიშვილი აყენებს წინადადებას, რომ თავად ჩაუდგება დეპოლარიზაციის პროცესს სათავეში. ასეთი მცდელობა ჯერ კიდევ იქამდე ჰქონდა, მანამ რევოლუციური პროცესების განვითარების მცდელობა თვალსაჩინო იქნებოდა. ორი სერიოზული ფაქტი უნდა გაითვალისწინოს მან და საზოგადოებამ, ვისაც ასე გულუბრყვილოდ წარმოუდგენია, რომ ეს მართლაც შესაძლებელია. ეს არის საკონსტიტუციო მოთხოვნებით განსაზღვრული მისი საქმიანობის ფორმატი და პიროვნული რესურსი. როდესაც შუამავლობას კისრულობ, ის ავტორიტეტი უნდა გაგაჩნდეს, რომ ყველა გისმენდეს და შენი მოქმედებები სასპეკულაციოდ არ არის გამოყენებული”, – აცხადებს “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ვოლსკი ჟურნალისტებთან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შეცდომები დაუშვა, რაშიც ვოლსკი ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებებს და ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს მოიაზრებს.

“პიროვნული განწყობის მიუხედავად, არ შემიძლია, ვერ დავაყენებ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. მისი[სალომე ზურაბიშვილის] ბოლო კომენტარები სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ჩამოყალიბდა. თუნდაც, რუსეთთან დაკავშირებით, თითქოს და პრორუსული ნიშნები აქვს ხელისუფლებას, ან თითქოს, ევროკავშირთან ისეთი დაპირისპირება გაგვაჩნია, რაც ვერ გამოსწორდება, მთელი რიგი შეფასებები. ჩვენ ასევე გვახსოვს ხისტი, უცენზურო გამონათქვამები, რომლებიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა ზურაბიშვილის მიმართ მასზე ზეგავლენის, ან ბულინგის მოპოვების მიზნით. ის შეცდომები, რაც ჩვენ აშკარად დავინახეთ, რა საკვირველია, მის ავტორიტეტს პოზიტიურად არ წაადგება”, – აცხადებს ვოლსკი.

ამავე თემაზე: “მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას…ეს მიუღებელია” – ზურაბიშვილი

ამავე თემაზე: “საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა აღარავინ მესაუბრება” – ზურაბიშვილი

 

იტვირთბა....