ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

გაიდაი: “ჰაიმარსის” გამოყენებით, მოკლულია 50 რუსი სამხედრო

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინელმა არტილერისტებმა დასავლეთიდან მიღებული HIMARS-ების გამოყენებით, 50-მდე რუსი სამხედრო მოკლეს.

გაიდაის თქმით, რუსი ოკუპანტები ლისიჩანსკის სასამართლოში შეხვედრას მართავდნენ.

“მე-6 პოლკის შტაბი, მეორე არმიის კორპუსი – მინუს 50 რაშისტი. ასეთ სიცხეში სასამართლოში შეხვედრების გამართვა საჭირო არ არის”, – წერს გაიდაი Facebook-ზე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არტილერისტებმა “ჰაიმარსებით” შეუტიეს დროებით ოკუპირებული ლისიჩანსკის სასამართლოს შენობას, სადაც 50-მდე რუსი სამხედრო იმყოფებოდა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომაც გაავრცელა.

იტვირთბა....