25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობა ძვირდება.
შეცვლილი ტარიფების ფასი ასეთი იქნება:
- მეორე კლასი – 34 ლარი (25 ლარის ნაცვლად)
- პირველი კლასი – 74, 00 ლარი (61 ლარის ნაცვლად)
- ბიზნეს კლასი – 124 ლარი
კომპანიაში მზგავრობის ტარიფის ზრდის მიზეზად “ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯებს” ასახელებს.
“სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას. აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.