ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე მეგონა, რომ თოფაძე უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი”

გოგი თოფაძის მიერ გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი მთავრობის სხდომაზე ეხმაურება:

“მე უკვე მეგონა, რომ ის უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი, რადგან ყველას გვახსოვს მან ეს განცხადება ერთხელ უკვე გააკეთა. აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის განცხადებები, რომელიც მისგან გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ. ბოდიშის მოხდა ისეთი თემაა, რომელსაც ვერავის დაავალდებულებ. ადამიანს, ან გაქვს განცდა, რომ ბოდიში გაქვს მოსახდელი, ან არა…” – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარის, გოგი თოფაძემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ  პრეზიდენტმა “ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა და ძალიან სამწუხაროა, თუ ის ასე აფასებს საქართველოს მოსახლეობას.”

იტვირთბა....