ახალი ამბები მთავარი სამართალი

რობერტ სტურუა ოპერის სკვერში, შადრევნების დამტვრევას ეხმიანება:

„მსოფლიოში ბოროტი ხალხი ერთად რომ შეკრიბო, ქართველი „ვაჟკაცი” ზნედაცემულობით ყველას აჯობებს… სამწუხაროდ, ისტორია – და მითუმეტეს უახლოესი – ამაზე მოგვითხრობს… ო, პოლიტიკა, ო, უნიჭო და ბოროტო პოლიტიკოსებო?..”- წერს სტურუა სოციალურ ქსელში.

ოპერის სკვერში შადრევანი დაამტვრიეს, ამის შესახებ მოქალაქე დიანა ფანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს და სურათებს აქვეყნებს.

„ბარბაროსობას+სიბოროტე!!! ოპერის ბაღში, განახლებლ სკვერში, შადრევანი ასედაამტვრიეს გახსნის წინა დღეს. მარმარილოს ფილები ჩაყარეს შადრევანში. სამარცხვინოფაქტია. წარმოუდგენელია,..

მსოფლიოს არცერთ წერტილში არ მომხდარა მსგავსი რამ, რომ საოპერო თეატრის წინ,დედაქალაქში მარმარილოს ფილები ემტვრია ვინმეს..

ეს თავში როგორ უნდა მოგივიდეს ადამიანს და როგორ არ უნდა დაისაჯო კანონით?!”.-წერს რეჟისორი.

შეგახსენებთ, რომ ოპერის სკვერში ოპერის გახსნის წინა დღეს  შადრევანი დაამტვრიეს.  ამის შესახებ მოქალაქე დიანა ფანჯავიძე სოციალურ ქსელში წერდა. მან სურათებიც  გამოაქვეყნა.

იტვირთბა....