უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიზე საომარ მოქმედებებს უკვე 39 000 რუსი ოკუპანტი შეეწირა. მათგან 150, გასულ დღე-ღამეში იქნა ლიკვიდირებული. გენშტაბში ასევე აღნიშნავენ, რომ ყველაზე დიდი დანაკარგები რუსებს ამჟამად ბახმუტის და კრივოროჟსკის მიმართულებებზე აქვთ.
24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის არმიის დანაკარგები უკრაინაში ასეთია:
- პირადი შემადგენლობა – 39 000
- ტანკი – 1704
- ჯავშანმანქანა 3920
- საარტილერიო სისტემა 863
- სარაკეტო სისტემა 251
- საზენიტო საბრძოლო სისტემა 113
- თვითმფრინავი 221
- ვერტმფრენი 188
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი 713
- საკრუიზო რაკეტები 167
- გემი/ნავი/კატარღა 15
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები 2803
- ერთეული სპეციალური აღჭურვილობა 72