ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოვა, საქართველო ვერც ამ ჩამონათვალში მოხვდა

რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების გაფართოვებული სია გამოაქვეყნა. საქართველო უფრო ვრცელი ჩამონათვალის მიღმაც დარჩა.

რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიას შეემატნენ საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი.

შესაბამისი განკარგულება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის, რუსეთის არამეგობრული სახელმწიფოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აშშ
  • ავსტრალია
  • ალბანეთი
  • ანდორა
  • გაერთიანებული სამეფო
  • ევროკავშირის ქვეყნები
  • ისლანდია
  • კანადა
  • ლიხტენშტეინი
  • მიკრონეზია
  • მონაკო
  • ახალი ზელანდია
  • ნორვეგია
  • კორეის რესპუბლიკა
  • სან-მარინო
  • ჩრდილოეთ მაკედონია
  • სინგაპური
  • ტაივანი
  • უკრაინა
  • მონტენეგრო
  • შვეიცარია
  • იაპონია
  • საბერძნეთი
  • დანია
  • სლოვენია
  • ხორვატია
  • სლოვაკეთი
იტვირთბა....