“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიაში ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესასრულებლად პარლამენტში “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ ჯგუფებში ჩართვის საკითხზე მსჯელობენ.
როგორც ბეჟაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში აღნიშნა, მათ გაითვალისწინეს ევროპარლამენტარების თხოვნა – ნებისმიერი საშუალება გამოეყენებინათ იმისთვის, რომ “ქართული ოცნებისთვის” პროცესის ჩიხში შეყვანის საშუალება არ მიეცათ.
“მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა, ევროპარლამენტარების თხოვნა იყო, ნებისმიერი საშუალება გამოგვეყენებინა ოპოზიციას იმისათვის, რომ არ მიგვეცა საშუალება “ქართული ოცნებისათვის”, ეს პროცესი რამენაირად ჩიხში შეეყვანა და ოპოზიციისკენ გაეშვირა ხელი. ბუნებრივია, ჩვენთვის მათი ეს გზავნილი მნიშვნელოვანია. პარტიაში დავიწყეთ ამაზე მსჯელობა და შესაძლოა, ეს ბოლო სასაუბროც კი აღვუკვეთოთ ქართულ ოცნებას და სამუშაო ჯგუფებშიც მივიღოთ მონაწილეობა”, – აცხადებს ბეჟაშვილი.