გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი სახმელეთო შეტევის რაკეტების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. უწყების შეფასებით, ამ დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისა და რაკეტების შორ მანძილზე ჩამოგდებისათვის განკუთვნილ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იყენებს.
“რუსეთმა სახმელეთო შეტევის რაკეტების კრიტიკული დეფიციტის გამო, საჰაერო თავდაცვის რაკეტების გამოყენება გაზარდა მეორადი სახმელეთო შეტევის რეჟიმში”, – აცხადებს ბრიტანული მხარე.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ იარაღის გამოყენებით რუსებმა გამაგრებულ სტრუქტურებში შეაღწიონ. მსგავსი მოწყობილობის არადანიშნულებისამებრ გამოყენება კი მშვიდობიან მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის.
“დიდია იმის შანსი, რომ ამ იარაღმა სამიზნეებს ააცილოს და გამოიწვიოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რადგან ეს რაკეტები არ არიან ოპტიმიზირებული ამ დანიშნულებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.