ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ლუკაშენკო: ომი უკრაინაში უნდა შეწყდეს!

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთმა, უკრაინამ და დასავლეთმა უნდა მოილაპარაკონ ომის დასრულებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული “ბირთვული ომის უფსკრული”.

როგორც ლუკაშენკო AFP-სთან ინტერვიუში აცხადებს, რუსეთ-უკრაინის ომს პროვოცირებას დასავლეთი უწევს.

“ჩვენ უნდა გავჩერდეთ, მივიდეთ შეთანხმებამდე და ბოლო მოვუღოთ ამ განუკითხაობას, ოპერაციებს და ომს უკრაინაში. მოდით, გავჩერდეთ, შემდეგ კი მოვიფიქრებთ, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება… ნუღარ გავაგრძელებთ, წინ ბირთვული ომის უფსკრულია, იქეთ არ უნდა წავიდეთ. თქვენ (დასავლეთმა) გააჩაღეთ ომი და აგრძელებთ მას. რუსეთს თქვენთვის – NATO-ს წევრებისთვის რომ არ დაესწრო, დააორგანიზებდით და მიიტანდით მასზე დარტყმას”, – აცხადებს ლუკაშენკო.

იტვირთბა....