ვიდეოში მტირალი გოგონა დედას ეუბნება, რომ სამჯერ გაისვრის და სიკვდილის შემდეგ კარგი ადამიანი გახდება.
შემთხვევა აშშ-ში მოხდა. სოციალური ქსელიდან ვიდეო მაშინვე აიღეს, თუმცა ადგილობრივმა პრესამ მაინც მოიპოვა აღნიშნული ვიდეო.
ვიდეო მანქანაშია გადაღებული და როგორც პოლიცია იტყობინება გოგონასთან ერთად დედაც იმყოფებოდა. ამ დროისთვის 18 წლის თინეიჯერის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების განცხადებით საავადმყოფოს მალე დატოვებს.