ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე: ელჩებზე თავდასხმა არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მხრიდან გვახსოვს

[su_quote]ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აშშ-ის ხელისუფლებაზე, მის რომელიმე წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან არასდროს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი მომავალშიც გამორიცხულია. აშშ საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ ათწლეულობის განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან ფასეულია. თუ თავდასხმა და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ამას არაერთი შეფასება მოჰყვა. ყველას გვახსოვს, თუ რა შეფასებებს აკეთებდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დასავლეთის ელჩების მიმართ ამ წლების განმავლობაში, წარსულშიც და საერთოდ, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ, მმართველ პარტიას გადააბრალონ[/su_quote]

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ნედ პრაისის ბრიფინგის კომენტირებისას განაცხადა.

ცნობისთვის, პრაისმა ხელისუფლების მხრიდან აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მისამართით გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით თქვა:

“დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან”.

იტვირთბა....