ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინულმა ავიაციამ მტრის პოზიციებზე 10 შეტევა მიიტანა

უკრაინულმა ავიაციამ სამხრეთის მიმართულებით 10 შეტევა მიიტანა რუსი ოკუპანტების პოზიციებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” Facebook-ზე იტყობინება.

“არტილერიამ 200-ზე მეტი საცეცხლე მისია შეასრულა. რუს ოკუპანტებს სამი საავიაციო დარტყმა ვერტმფრენებიდან მიაყენეს, შვიდი კი ბომბდამშენებიდან და უკრაინის საავიაციო ძალების თავდასხმის თვითმფრინავებიდან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, მიზანმიმართული საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად, უკრაინელებმა რუსების საბრძოლო მასალის 8 საცავი, მტრის სარდლობა და ის პუნქტები გაანადგურეს, სადაც მოწინააღმდეგე იყო გამაგრებული.

 

იტვირთბა....