მარიო დრაგი იტალიის პრემიერ-მინისტრის გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დრაგიმ თანამდებობის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იტალიის სენატში ნდობის გამოცხადების კენჭისყრისას მას სამთავრობო კოალიციის სამმა მნიშვნელოვანმა პარტიამ – მემარჯვენე კონსერვატიულმა პარტიამ Lega Nord, მემარჯვენე კონსერვატიულმა Forza Italia-მ და ჯუზეპე კონტეს პარტიამ Movimento 5 Stelle ნდობა არ გამოუცხადა.
74 წლის პოლიტიკოსი პოსტის დატოვებას გასულ კვირაში აპირებდა, თუმცა, მაშინ, ქვეყნის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა. ის პრემიერის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა.