ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“სადაა ნავთობი? სადაა გაზი? არსად!” – გოცირიძე უცხოურ კომპანიას ტყუილში ადანაშაულებს

„საქართველოში რომ კუვეიტზე მეტი გაზი ”აღმოაჩინა”, ამ კომპანიის მიზანია როგორმე ტყუილში ჩაითრიოს საქართველოს ხელისუფლება, დაადასტურებინოს, ან დამაიმედებელი მესიჯები ათქმევინოს და შემდეგ მორიგი რაუნდი დაიწყოს ფულის შეგროვების.
ერთხელ უკვე გაამართლა მსგავსმა ხერხმა ამ 15 წლის წინ, როცა ედუარდ შევარდნაძე მიიყვანეს ტარიბანის საბადოსთან და ჭიქით ”დაალევინეს” ვითომ იქ აღმოჩენილი ნავთობი. ამ ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა და ბევრს ჩაადებინა ფული შემდგომ სამუშაოებში.
სადაა ნავთობი? სადაა გაზი? არსად!
ჯერჯერობით, ენერგეტიკის სამინისტროს კომენტარებში არაა ისეთი გამონათქვამები, რომელიც ციტატის სახით შეიძლება გაავრცელონ აქციონერების მოსატყუებლად. თუმცა ზოგიერთი ტელევიზიის აღფრთოვანებულ სიუჟეტებს ალბათ სადმე გამოიყენებენ.
ჩვენ რას ვკარგავთ, იტყვიან ხოლმე.
რეპუტაციას!“ – ასეთი გამოეხმაურა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე კომპანია Frontera Resources-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამხრეთ კახეთის რეგიონში ბუნებრივი აირის მარაგი არსებობს.

შეგახსენებთ, ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის თანახმად, “სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში” აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. აღნიშნულ ანგარიშში საბჭო ნავთობისა და გაზის მოპოვების საერთაშორისო კომპანიის Fontera Resourcers-ს ინფორმაციას ეყრდნობა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება მინიმუმდე დაიყვანოს. ჯერ კიდევ,2015 წლის 8 ოქტომბერს კომპანია Fontera Resourcers -მა დააანონსა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინა. კომპანიის შეფასებით, “სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში” ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს.

 

 

იტვირთბა....