ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსულ ნაწილებში დაუმორჩილებლობა და სიმთვრალე ყვავის – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ფლოტის სარდლობა დანაყოფებში პრევენციულ ზომებს ატარებს სამხედრო დისციპლინის დაბალი დონის გამო. როგორც გენშტაბში აცხადებენ, რუსი სამხედროები არ ემორჩილებიან მეთაურების ბრძანებების და დროს სმაში ატარებენ.

“რუსულ ნაწილებში დაუმორჩილებლობა და სიმთვრალე ყვავის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგის დანაყოფებში საბრძოლო მასალების, საკვებისა და წყლის მარაგების სიმცირეა.

იტვირთბა....