ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

“გვანადგურებენ, ვაგებთ!” – რას ამბობს რუსი ჯარისკაცი სატელეფონო ჩანაწერებში

უკრაინის უშიშროების სამსახური ერთ-ერთი რუსი სამხედროს სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც ის ახლობელს უყვება, თუ როგორ განსხვავდება რეალობა იმ ინფორმაციიებისგან, რომელთაც რუსული სახელისუფლებო საინფორმაციო საშუალებები მოსახლეობას აწვდიან.

“ეგ ტელევიზორში გიხატავენ ყველაფერს ფერებში. სინამდვილეში, აქ ყველაფერი სულ სხვანაირადაა. ტელევიზორში ასეთს არაფერს არ გიჩვენებენ და სიმართლეს არასდროს გეტყვიან. ჩვენ ვაგებთ, გვანადგურებენ”, – ამბობს რუსი სამხედრო.

სატელეფონო საუბრისას, ის ასევე აღნიშნავს, რომ მის პოლკში 90-დან დაახლოებითი 14 ტანკია დარჩენილი, ხოლო ტანკისტებისა და არტილერისტების მომზადების დონე ძალიან დაბალია.

“ორ-დღიანი სწავლება იყო და მორჩა, ფრონტზე გაუშვეს. მათ კი მიზანში ამოღება საერთოდ არ შეუძლიათ, უბრალოდ არ აქვთ ამის უნარი”, – ამბობს ჯარისკაცი.

იტვირთბა....