ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

მოღალატეების ნეიტრალიზაციის მიზნით, ქალაქი მიკოლაევი დროებით ჩაიკეტება

მიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, კოლაბორაციონისტებისა და მოღალატეების ნეიტრალიზაციის მიზნით, ოლქის ცენტრი დროებით ჩაიკეტება.

როგორც კიმი Telegram-ზე წერს, 19 ივლისს კოლაბორაციონისტთა და მოღალატეთა სავარაუდო საქმიანობის შესახებ 18 წერილი შევიდა. მოწოდებულ ინფორმაციებს ოლქის ხელმძღვანელობა განიხილავს და ამოწმებს.

“რაც შეეხება მიკოლაევის ჩაკეტვას. ეს ერთ-ორ კვირაში იგეგმება, ზუსტად მკის პერიოდის დასრულების შემდეგ. მანამდე, მონაცემებს მაქსიმალურად ვამუშავებთ. ქალაქს ერთი ან ორი დღით ჩავკეტავთ. ამის შესახებ სამხედროებთან ერთად წინასწარ გამოვახადებთ, რომ ხალხმა საკვების, წყლის ყიდვა შეძლოს და დაგეგმოს, როგორ მოიქცევიან. ახლა იმაზე ვმუშაობთ, თუ რომელ მისამართებს დავაკვირდებით”, – წერს ვიტალი კიმი.

 

იტვირთბა....