ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი Telegram-ზე წერს, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმაზე მუშაოებენ.
როგორც კადიროვი აღნიშნავს, ამ გეგმის შემუშავებაში თავისი თანაშემწე, აპტი ალაუდინოვი ეხმარება.
“გეგმები გრანდიოზულია. ჩვენ უკვე ვმუშაობთ NATO-ს წევრი ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმაზე, ხოლო კიევის აღების შემდეგ, რიგში პირველი პოლონეთია”, – წერს კადიროვი.