კომპანია „მაგთიკომის” პრეზიდენტი „კავკასუს ონლაინსა” და „ბილაინის” გარიგებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მაგთიკომი დაინტერესებული იყო დამატებით ინტერნეტ აქტივის შეძენით კავკასუს ონლაინში, ამ ეტაპზე კი ეს პროცესი შეჩერებულია.
დევიდ ლი დასძენს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ ვის ხელშია ინფორმაციის წყარო. მისივე განმარტებით, ინტერნეტი დღეს ნაციონალური უსაფრთხოების ფუნდამენტური ნაწილია. „ინტერნეტი არა მხოლოდ შესაძლებლობაა ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესისთვის, არამედ იარაღია. ამიტომ ნათელი უნდა იყოს ვინ ფლობს ინტერნეტს ქვეყანაში” . 2015 წლის ბოლოს გაცხადდა, რომ რუსული „ბილაინი” „კავკასუს ონლაინის” აქტივების ნაწილის შეძენას გეგმავს.
commersant.ge