კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი Facebook-ზე წერს, რომ 6-საათიანი ლოდინის შემდეგ, საქართველოს საზღვარზე არ შეუშვეს.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვარზე თითქმის 6-საათიანი დაყოვნების შემდეგ, გადაწყვიტა, უარი ეთქვა ჩემთვის ვიზის მოცემაზე და შესაბამისი დოკუმენტი გადმომცა, რომელშიც უარის ყველა შესაძლოა ვარიანტია ჩამოთვლილი.
- არასრული დოკუმენტაცია
- არასწორი დოკუმენტები
- სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა პირის საქართველოში ყოფნით
- პირმა არ გადაიხადა ჯარიმა, მას არ აქვს დაღვევა, მისი ქვეყანაში დარჩენა არასასურველია საერთაშორისო პოლიტიკის მიზეზების გამო, მან დაარღვია საქართველოში უცხოელებისთვის მოქმედი წესები ან აპირებს მათ დარღვევას და ა.შ.
მაგრამ ეს ყველაფერი, არ არის ჩემს შესახებ”, – აღნიშნავს ალექსეი რომანოვი,
მანამდე, ის Facebook-ზე ასევე წერდა:
“რამდენჯერ გადამიკვეთავს ეს საზღვარი, 30-ჯერ? არ ვიტყვი, რომ ჩემი ამჟამინდელი თავგადასავალი ძალიან მაკვირვებს. რუსეთის საზღვრის ფონზე, საქართველოს საზღვარი მაინც მოგებულ მდგომარეობაშია, მაგრამ თუ მაგალითად, სომხეთისას შევადარებთ, მაშინ უკვე ვერა. საქართველოს დემოკრატიაზე იგივე დასკვნის გამოტანისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ”.