ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: “ომიკრონის” გავრცელებულ შტამთან დაკავშირებული შემთხვევები მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს

ჯანდაცვის მინისტრის პირველის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ახლა გავრცელებულ შტამთან დაკავშირებული შემთხვევების დიდი ნაწილი მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტების უმეტესობას სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე და დიარეა აღენიშნება.

“ასეთ დროს, საჭირო არ არის დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია. ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა სახლის პირობებში უნდა გაგრძელდეს“, – აცხადებს გაბუნია და აღნიშნავს, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრი მატება არ დაფიქსირებულა.

ამავე თემაზე: საქართველოში 1 კვირაში კოვიდის 7 812 შემთხვევა გამოვლინდა

იტვირთბა....