ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გვარამია: ღარიბაშვილს ჰგონია, რომ მის წერილს წაიკითხავს ურსულა ფონ დერ ლაიენი?

[su_quote]აზერბაიჯანში ჩამოსული იყო ურსულა ფონ დერ ლაიენი და საუბარი იყო ევროპის ნავთობით და გაზით მომარაგებაზე – რუსეთის ალტერნატივაზე. საქართველოს პრემიერი, რომლისგან 600 კილომეტრშიც წყდება საკაცობრიო მნიშვნელობის ამბავი, სადაც საქართველომ შეიძლება იპოვოს თავისი ისტორიული ფუნქცია, არც კი მიდის. სამაგიეროდ, მიდის უზბეკეთში და ურსულა ფონ დერ ლაიენს წერს წერილს, როგორი კარგია ბიძინა ივანიშვილი. ახლა ამას დასცინებენ, აბა რას იზამენ? დასცინებენ, თავისთავად ცხადია. სხვა რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს? თან ორჯერ უფრო მეტად დასცინებენ, რადგან ამით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მართავს. ამ დროს, უარყოფის პარადოქსია ჩვეულებრივი – უარყოფ იმას, რაც რეალობაშია და ამ უარყოფით, უბრალოდ ადასტურებ რეალობას. მერე, ეს გოიმური ეპისტოლარული ჟანრი – სამარცხვინო, საშინელი შინაარსის წერილები. გინდა სტილისტურად, გინდა შინაარსობრივად. ან ვინ წერს, ან რას წერს, ან ვის სწერს? შეუძლებელია, ამას სხვანაირად უყურებდე, თუ არადა დაცინვით. ახლა ირაკლი ღარიბაშვილს ჰგონია, რომ მის წერილს წაიკითხავს ურსულა ფონ დერ ლაიენი?[/su_quote]

ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ  სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფინ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა.

 

იტვირთბა....