[su_quote]მოვისმინეთ ფარული ჩანაწერები, სრულიად სამარცხვინო მედიასაშუალების წარმომადგენლისგან, წარმომადგენელს ვუწოდებ სამარცხვინოს და არა მედიასაშუალებას. მეტსაც გეტყვით, ის რაც მოხდა, არის არა მხოლოდ ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა, არამედ, პირადი საუბრების გამოქვეყნება, ესეც დანაშაულია. “უცნობის” კი არა, ძალიან კარგად ნაცნობი სამარცხვინო ფიგურის მიერ, ჩადენილ იქნა არა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა, არამედ დანაშაული. აბსოლუტურად არანაირი საჯარო ინტერესის და არანაირი მამხილებელი ინფორმაციის შემცველი ტექსტი გავრცელდა. ეს არის დანაშაული ქართული კანონმდებლობით. ამიტომ, არა მხოლოდ ის უნდა ვეძებოთ, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა და ტექნიკურადაც სრულიად გასაგებია, რომ ეს ან კომპიუტერის ან ტელეფონის დავირუსების საშუალებით მოხდა, მაგრამ ასევე უნდა ვეძებოთ ის, ვინც გაავრცელა[/su_quote]
ასე გამოეხმაურა “მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას გია გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, რომელშიც “მთავარი არხის” ერთ-ერთი გადაცემის დაგეგმვის პროცესია ასახული.