[su_quote]ღარიბაშვილის წერილი რომ წავიკითხე, სირცხვილით სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. მინდოდა. მიწა გამსკდარიყო. თან წერილს უგზავნის ადამიანს, რომელიც ამ დროს აზერბაიჯანშია ჩასული და ნავთობის და გაზის მიწოდების გაორმაგებაზე საუბრობს, იგულისხმება საქართველოც, რომ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციები გაიზარდოს. იმ დროს სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო ღარიბაშვილი, რომ ამ სახელმწიფოებრივ საკითხში ყოფილიყო ჩართული და ამ დროს, უგზავნის წერილს – აქ ერთი დიდი მდიდარი კაცია, შვეიცარიულ ბანკში აწვალებენ და თქვენც ნუ აწვალებთო. პირადი კლერკი ხომ არ უნდა იყო მართლა?! სირცხვილით სად წავსულიყავი, არ ვიცოდი[/su_quote]
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ცნობით, პარტია “მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფინ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილზე კომენტარის გაკეთებისას განუცხადა ჟურნალისტებს.