ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსულმა სასამართლომ Google $372 მილიონით დააჯარიმა

რუსულმა სასამართლომ Google აკრძალული ინფორმაციის შემცველ მასალებზე წვდომის შეზღუდვის განმეორებით დარღვევაში დამნაშავედ ცნო და კომპანია 21.1 მილიარდი რუბლით (372 მილიონ დოლარზე მეტი) დააჯარომა.

როგორც რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელ კომპანია “როსკომნადზორში“ აცხადებენ, Google უარს აცხადებს პლატფორმა YouTube-დან უკრაინის ომის შესახებ “ყალბი ამბების და “აკრძალული” ვიდეობის წაშლაზე, რაც მათივე მტკიცებით, რუსი სამხედროების დისკრედიტაციას იწვევს.

“ამ მომენტისთვის, წაუშლელი რჩება 7 000-ზე მეტი უკანონო მასალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, რუსული მხარე “იუთუბს” ადანაშაულებს, რომ პლატფორმიდან არ წაშალა ვიდეოები, რომელიც ხელს უწყობდა “ექსტრემიზმის პროპაგანდას”.

მანამდე, კომპანია Google რუსეთში 68  მილიონი რუბლით (1 მილიონ დოლარზე მეტი) დააჯარიმეს ე.წ. აკრძალული ინფორმაციის წაუშლელობის გამო.

იტვირთბა....