ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინელებმა სლავიანსკის მიმართულებით რუსების შეტევა მოიგერიეს და მტერი უკუაგდეს

რუსი ოკუპანტები სლავიანსკის მიმართულებით შეტევის განხორციელებას ცდილობდნენ, თუმა, უკრაინელმა სამხედროებმა მათ უკან დაახევინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“სლავიანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგე ცდილობს, პირობები შექმნას შეტევის განახლებისთვის.  ცეცხლი გახსნეს ტანკებიდან, ქვემეხი და საარტილერიო არტილერიიდან. გუსაროვკთან ახლოს, საავიაციო შეტევის შემდეგ, ოკუპანტები ამ დასახლებულ პუნქტზე შეტევის განხორციელებას შეეცადნენ, თუმცა, ჩვენი მებრძოლები მტერს მთელი ძალებით დახვდნენ და დამპყრობლებს უკან დაახევინეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....