რომის პაპი ფრანცისკე საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს, უკრაინაში ომის დასასრულებლად ნამდვილი ძალისხმევა გამოიჩინონ. ამის შესახებ Vatican News-ის ცნობით, პაპმა ვატიკანში საკვირაო მესის შემდეგ განაცხადა.
“მე ყოველთვის ახლოს ვარ უკრაინის მრავალჭირნახულ მოსახლეობასთან, რომელის თავზეც ყოველდღიურად რაკეტების წვიმა მოდის. ნუთუ გაუგებარია, რომ ომს მხოლოდ ნგრევა და სიკვდილი მოაქვს, ხალხს ერთმანეთს აშორებს და შეჭმარიტებას და დიალოგი კლავს? ვლოცულობ და ვიმედოვნებ, რომ ყველა საერთაშორისო აქტორი ნამდვილად შეეცდება განაახლოს მოლაპარაკებები და არა ომის სისულელეების გაღვივება”, – ამბობს პაპი ფრანცისკე.