ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ჯარისკაცი ყვება, როგორ ექცევიან რუსეთის არმიაში მათ, ვისაც ომში მონაწილეობა არ სურს

გამოცემამ Current Time რუსეთის არმიის მე-11 ცალკეული საჰაერო თავდაცვის ბრიგადის კაპრალ ილია კამინსკისთან ინტერვიუ ჩაწერა. სამხედრომ ჟურნალისტს მოუყვა, როგორ ექცევა ხელმძღვანელობა მათ, ვისაც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა არ სურს.

“ბრიგადის ათი ჯარისკაცი ავტოფარეხში ჰყავთ დამწყვდეული, საკვებს დღეში ერთხელ აწვდიან და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანით ემუქრებიან იმის გამო, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს აცხადებენ. ამ დანაყოფებში ბევრად მეტი ჯარისკაცი იყო ისეთი, რომელსაც სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება უნდოდა, თუმცა, მეთაურების ზეწოლის შედეგად, ისინი ფრონტის ხაზზე მაინც გაემგზავრნენ”, – ყვება კამინსკი და აღნიშნავს, რომ თავად, რუსეთში დაბრუნებას ამ დრომდე ცდილობს.

მისი თქმით, აღნიშნულ დანაყოფში 78 ადამიანია, რომელიც ბრძოლაზე უარს აცხადებდა.

“ზეწოლის გამო, დაახლოებით 50 მათგანმა ფრონტზე დარჩენა გადაწყვიტა”, – ამბობს რუსი სამხედრო.

 

იტვირთბა....