ბათუმში 29 წლის მეგი მაჩაბელი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა, “მთავარი არხის” ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
“მე არ გამიგია, რომ თვითონ მას ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი”, – აცხადებს ქალის ახლობელი.
გარდაცვლილი გარდაბანში, საკუთარ სახლშია გადასხვენებული.