რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი “ურაგანის” ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატური ავრცელებს.
გენპროკურატურის ცნობით, ნაღმის აფეთქების შედეგად ჭრილობები მიიღო ექვსმა სამოქალაქო პირმა.
მედიის ცნობით, ჭურვები ადგილობრივი ბაზრის ადმინისტრაციასა და მაღაზიების შენობებს მოხვდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და მაშველები მუშაობენ.