ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი: მისასალმებელია, რომ თბილისში შედგება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში შედგება. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იქნება წარმატებული და დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს.
“შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაზე  და თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით. აღინიშნა, რომ დიალოგის ეს პლატფორმა რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან უნანიანმა Facebook-ზე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმებოდა.
იტვირთბა....