დღეს, თბილისის დროით 06:13 საათზე, სოფელ სამებასთან 3.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით, სოფელ სამებასთან 8 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები 9 კმ-ს სიღრმეში დაფიქსირდა.