ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, კახა გოგოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. მის დასახვედრად აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსების ნაწილი იყო შეკრებილი.

კახა გოგოლი 10 ივლისს, რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ის ლუგანსკის ოლქში იბრძოდა.

47 წლის მებრძოლი უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე წავიდა  საბრძოლველად. კახა გოგოლი აფხაზეთის ომშიც იბრძოდა.

ცნობისთვის, უკრაინის ომში 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

იტვირთბა....