უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსეთის მიმართ რუსეთის სანქცირების პოლიტიკას უკუეფექტი აღმოაჩნდა და თავად იმ ქვეყნებს შეეხო, რომლებმაც შეზღუდვები დააწესეს. ამის შესახებ ორბანმა Kossuth Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“თავიდან ვფიქრობდი, რომ ჩვენ უბრალოდ საკუთარ ფეხში გავისროლეთ, მაგრამ ახლა ისე ჩანს, რომ ევროპის ეკონომიკამ საკუთარ თავს ფილტვებში ესროლა და ახლა იხრჩობა”, – აცხადებს ორბანი.