უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, კახა გოგოლს საქართველოში ხვალ, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
კახა გოგოლი 10 ივლისს, რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ის ლუგანსკის ოლქში იბრძოდა.
47 წლის მებრძოლი უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე წავიდა საბრძოლველად. კახა გოგოლი აფხაზეთის ომშიც იბრძოდა.
ცნობისთვის, უკრაინის ომში 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.