მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრისს ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ორ უნივერსიტეტზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს.
“დღეს ტერორისტმა რუსეთმა მიკოლაევის ორ უმსხვილეს უნივერსიტეტს შეუტიეს. სულ მცირე, 10 რაკეტით. ახლა, ისინი ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას ურტყამენ. დემოკრატიული ქვეყნების უნივერსიტეტებს ვთხოვ, რუსეთი გამოაცხადონ იმად, რაც სინამდვილეშია – ტერორისტად”, – წერს კიმი.
ქალაქის მერის, ალექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, თავდასხმის ადგილას უკვე მუშაობენ მაშველები და ავარიული ბრიგადები.
“ჯერჯერობით, ცნობილია ორი დაჭრილის შესახებ. ამჯერად, მიკოლაევზე თავდასხმა 07:50 საათზე განხორციელდა, მათ კარგად იცოდნენ, რომ ამ დროს იქ უკვე ბევრი ადამიანი იქნებოდა ქუჩებში. ნამდვილი ტერორისტები”, – აცხადებს სენკევიჩი.