ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზალუჟნი: ხერსონის მიმართულებით გრძელდება წინსვლა და ტერიტორიების გათავისუფლება

უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ხერსონის მიმართულებით, ფრონტის ხაზზე აქტიურ წინსვლას აგრძელებენ  და ქვეყნის ტერიტორიებს რუსი ოკუპანტებისგან ათავისუფლებენ. ამის შესახებ UNIAN-ის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ამერიკელ გენერალ მარკ მილისთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გამოცემა წერს, ზალუჟნიმ ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე არსებული სიტუაციის კომენტირებისას კოლეგას შეატყობინა, რომ შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დასახლებული პუნქტების გათავისუფლებას, თუმცა, ამ ეტაპზე არ ვრცელდება კონკრეტული ინფორმაცია, თუ რომელ ტერიტორიებზეა საუბარი.

 

 

იტვირთბა....