ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჰარცელი: EU საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ამის შესახებ კარცელმა ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გაგზავნილ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელმაც ჰარცელს მიმართა:

“თუ თქვენ იცნობთ საქართველოს ისტორიას და პატივს სცემთ მის ტრადიციებს, რატომ სთხოვთ მთავრობას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?“

დიპლომატის თქმით, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება.

“ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ევროკავშირში საოჯახო სამართალი წევრი ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ინდივიდუალურად განისაზღვრება. რასაც ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, არის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ტიპის, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების დაცვა”, – აცხადებს ჰარცელი.

იტვირთბა....